არ მინდა მერქვას ძლიერი ქალი
არ მინდა მერქვას ძლიერი ქალი, მინდა მჩუქნიდნენ გვირილებს,ვარდებს, გადავიხადე ათმაგად ვალი, რას იტყვის ხალხი აღარ მადარდებს. მინდა ტყის პირას პატარა ქოხი, ქოხში ბუხარი,ბუხარში ცეცხლი, ბუხრის წინ ჭრელი,ნაქსოვი ნოხი..... თქვენთვის წაიღეთ ოქროც და ვერცხლიც. მესმოდეს სუნთქვა ძლიერი მკერდის, ვიგრძნო ჩემს მხართან ძლიერი მხარი, წაშალოს კვალი დარდის და სევდის, არ დამავიწყოს, რომ მე ვარ ქალი, რომ გაზაფხული ყოველთვის მოდის, რაც უნდა მკაცრი იყოს ზამთარი, რომ გამართლება მუდამ აქვს ლოდინს და მე კი მყუდრო თავშესაფარი. /ალბათ მოვა დრო/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი