აივანზე


ზიხარ აივანზე,გვერდით სიგარეტი,
ცაზე მიმობნეულ ღრუბლებს აკვირდები,
როგორ ირევიან,უფერულდებიან,
როგორც შენს გაყინულ სულში იმედები.

რგოლებს გამოუშვებ,მწარედ გეღიმება , 
ესეც არ გამოგდის,ისე,როგორც გინდა...
ვერა,ვერ გამოგდის თავთან შერიგება - 
ისე დაიშალე,როგორც ჭრელი წინდა.

მშვიდად აკვირდები შენს თავს-ძაფის გორგალს,
კატის ნათრევივით როგორ იბურდება,
გულში მონატრება უსაყრდენოდ ბორგავს,
ყველა უჯრედი და ნერვი იბუტება.

ვეღარ შეგინდობენ უთავბოლო ბრძოლას,
შეიკვრებიან და ერთად გიმტყუნებენ,
მარტო დაგტოვებენ ოცნებებში მსრბოლავს,
როცა სულ არ ელი,მაშინ გიმუხთლებენ...

ზიხარ აივანზე,ხელში სიგარეტი,
თვალი ჩააპარე ქვემოთ,აივნიდან,
სინანულით ამბობ  -,,მგონი გადავრჩები"...
ესეც არ გამოგდის ისე,როგორც გინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი