თითქმის გადავიდა ქარიშხალი
თითქმის გადავიდა ქარიშხალი, თითქმის მოინელე შეცდომები, ფიქრობ დრო კიდევ გაქვს უთვალავი, ისევ რაღაც ახალს ელოდები. მაინც გული გკაწრავს გამუდმებით, ხვდები, ძველებურად არ გამოვა , გრძნობ, რომ სადაცაა დამუნჯდები, თითქოს დედამიწამ მიგატოვა. სულში დაძვრებიან ობობები, გინდა ამოჩეხო აბლაბუდა, გინდა ხსოვნა შესვა მოგონების, აწმყო დაალაგო, აბდაუბდა. გინდა გული დაგწყდეს მზე რომ ჩავა, ღრუბლებს მიეფერო, სათაყვანოს, იგრძნო, დედამიწა გეცოტავა, იგრძნო, გეცოტავა ეს სამყაროც, თითქოს გადავიდა ქარიშხალი, თითქოს მოინელე შეცდომები, თითქოს დრო კიდევ გაქვს უთვალავი, თითქოს რაღაც ახალს ელოდები... ......... თითქოს ისევ შეიყვარე მზე... /ალბათ მოვა დრო/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი