მე ვიცი...
მე ვიცი,რომ მარტოობა გაწუხებს, ცარიელ სულს რომ ვერ ივსებ ვერაფრით, ვერ ერევი გულში სევდის მარწუხებს, დაიღალე ყველათი და ყველაფრით. თავადაც ვერ გარკვეულხარ რა გინდა, ამ ჭიდილში ღობე-ყორეს ედები, მერამდენედ ინათა და დაბინდდა, შენ კი კვლავაც სულელ ბავშვად ბერდები. საკუთარ თავს დაეკარგე უკვალოდ, ერთმანეთში აგეზილა ფერები, სანამ სული გადაგექცა უდაბნოდ, მომაწოდე ეგ ურწმუნო ხელები... მე მზე ვარ და შენ კი წვიმა იყავი, ცისარტყელას დავუბრუნოთ ფერები 🌦🌈 /ალბათ მოვა დრო/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი