"შენ - ჩემი თიხა, მე - შენი ნეკნი"
მეჩვენება,რომ გიჭირს უჩემოდ, მერე ვფიქრობ,რომ სასტიკად ვცდები, მასწავლე ფიქრებს რითი ვუშველო? როგორ გავშალო მოჭრილი ფრთები? გიახლოვდები,ისევ გშორდები, მოსვლას ვერ ვბედავ, წასვლაც არ მინდა, მინდა ისმინო ჩემი ბოდვები, მინდა შენს მხარზე უხმოდ გარინდვა. ჩემი თმა, წვიმის წვეთებით მთვრალი, შენი თითების იყოს სავანე, მე ვიყო შენი ოცნების ქალი - გადარეული, ცელქი და მავნე, ყველა საათი გაჩერდეს წეთით, ყველა მდინარემ იცვალოს მხარი, მოშორდეს ყელში გაჩრილი ბურთი, შეივსოს ყველა ღრიჭო და ბზარი. მე ძველ სამყაროს ფრჩხილებით დავშლი, ახალ, უცნაურ სამყაროს შევქმნი, ვიქნებით ორნი ედემის ბაღში , შენ - ჩემი თიხა,მე - შენი ნეკნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი