შენს საფლავზე


მე შენს საფლავზე მოვედი გუშინ,
შენს გულთან ახლოს მეწყო ხელები.
ჩაგიხუტებდი ველურად გულში,
სულს ამოგხდიდი ,ალბათ,ფერებით.

ახლა ღამეა,გავყინე წამი,
ვზივარ და სულის ნაფლეთებს ვითლი,
მჭირდები,როგორც უჯრედებს წყალი,
ფილტვებს ჰაერი,როგორც გულს - სისხლი.

ვერ შემიყვარა ვერავინ ისე,
როგორც მხოლოდ შენ შეგეძლო,ჩემო,
შენმა სურათმა მზერა დანისლა -
გესაუბრები, გეხები,გჩემობ...

ვიცი,ამაღამ მოხვალ სიზმრებში ,
ვიცი,შენ მაინც არ მტოვებ მარტო,
მოხვალ და მაგრად ჩამეხუტები...
დაბადების დღეს გილოცავ,ბარტყო !!!

/ალბათ მოვა დრო/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი