მიყვარხარ...
"მიყვარხარ" - როგორი მარტივი სათქმელია,მაგრამ რამხელა პასუხისმგებლობას გაკისრებს ადრესატის წინაშე,მისი სულიერი სამყაროს წინაშე,მისი ცხოვრების წინაშე... ,,მიყვარხარ" - როგორი სასიამოვნო მოსასმენია,მაგრამ მხოლოდ მაშინ მოაქვს ბედნიერება,როცა ყურს ფაქტობრივად არც ჭირდება მისი მოსმენა,რადგან თვალები ისედაც ყველაფერს ამჩნევენ... ,,მიყვარხარ" - როგორი საფრთხილო სიტყვაა ... თუ სულის ფსკერიდან არ მოდის,თუ მისი წარმოთქმა გულს არ გიჩქარებს, თუ ამ დროს ტკივილნარევი სევდა და ბედნიერების შეგრძნება ერთმანეთში არ იხლართება,თუ მცირედი მსხვერპლის გაღებისაც გეშინია,თუ ბედნიერება არ მოგაქვს,ტყუილად ნუ გახარჯავ ,რადგან ჯოჯოხეთია ამის მოსმენა,როცა იცი, მის უკან სიცარიელე დგას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი