დიონისეც რომ დაათვრეს
ჩემს თვალებმა ვარვარს გნახეს : ასე მწადდეს - ჩემი გახდეს, წამწამები ჩემსას არ სცდეს, მყიფე მზერა ბაგეთ გყავდეს... დალალებმა ზღვად იარეს, გონს კუნჭული მოიარეს, გულს სიმშვიდე მოიპარეს, შენზე ფიქრებს ჩამაბარეს... დიონისეც რომ დაათვრეს მოლასლასე მთვარეს ... აუღებელ მედილეგეს სიძლიერეც დამავიწყეს. ერთგულებას შენსა ნაკვთებს, ბავშვობის სულ ღრმა-ღრმა ზღაპრებს, უსაზღვრობის იქით ფანჯრებს, სულს შევფიცავ ამ ღრმა ღამეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი