ისევ ის, ისევ მას


მიწყნარებით ვერ მიყუჩდა ჩემი გრძნობა,
იადგარი ყოფილა მარადი ტრფობა,
ყაბაჩას ვუნახავ, აღარ მინდა ცნობა.
ვაგლახობა არის უმისობას ყოფნა,
ალაჰო, მაგემე შეგთხოვ მისი კოცნა.
რაგვარი არის თურმის უძლურად თხოვნა.
ხაიამ, დრო და ფიქრები მისთ იპყრობა!
ააბოტებს გული სახელს, აი პყრობა,
რქაწითელას აღარ მყოფნის დახრჩობა.
მარიონეტი გამხადა, რა გამოვა?
არ ვიცი, სიმშვიდემ სულ ისე დამტოვა,
რაბინიც რომ ვერ მიშველის, ისე მტოვა.
იავადებს ია-ვარდიც, ამის გმობა
არ იქნება, უმისობა არის მტრობა,
მაგვარი მისთანა ვერა მივსო რობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი