უშენოდაა ცხოვრება სევდიანი


მსურს გიზიარო გულისთქმა,
ვერ გადასამალი გულისა სიტყვანი,

დამტანჯა, ვარდოვ, დუმილმა,
მიტომაც აგერ, ამ სტრიქონებს გიგზავნი:

სამყაროსი ხარ მუდმივა,
ანდა, თავადვე სულ საწუთრო მთლიანი.

გულშია, გულშია გრგვინვა!
სიყვარულის ნუთუ ხმა ვერ იცანი?

უშენობაა იცოდე გმინვა,
უშენოდაა ცხოვრება სევდიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ელენა ცინცაძესტუდენტი11 თვის წინ

ალექს ვის ეძღვნება

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი