გრუშე ვაჩნაძეს
სიკვდილი კბილს ვერ დამადებს, გრუშე, იარა არ დამეტყობა მე უკოცნელს. მუზარადად მექნება შენი ტრფობა და კურთხევა. და მაინც იცოდე, გრუშე, ლანდი შენი მიჯობს მე ყველაფერს, შუქურად გიხილავ როს მოვა დრო დაბრუნების, ოღონდ მანამდე ნუ დაჭკნები, ნამიც არ წაეკაროს ტულიპს! ერთგული ვიყოთ, გრუშე ვაჩნაძევ, გულის ხმაურის. რა შემაშინებს, რაა მასთან ღრიალი ზარბაზნის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი