შენ
მხარზე რომ თავი დაგადე, ან დამადე - აღარ მახსოვს, სულის დაკარგული ნაჭერი ვიპოვე - ბედი რას ქსოვს?! მაშინ ვიყავი ნაპოვნი, მე, მას მერე შენს თავს მთხოვს, ნაპრალი არ ივსება, დაბრუნებას გთხოვ - შენ და თან დროს. მაშინ ვითომ დავიკარგეთ - ადგილზე ვარ შენთან ახლოს. მოგონება შენი სუნის და სითბოსი ახლაც მათრობს, ლოყაზე და ყელზე შენი ამბორის შეშრობა მახრჩობს. ჩემი გულის ფრიალი შენს სახელს ვერაფრით ვერ დათმობს, თვალი შენს თმებში შემოპარულ სხივს, მხრებს იქით სამყაროს, იმედით ვცხოვრობ, რომ სცენარი ბოლოს მაინც გვწყალობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი