იეთიმს


შენი სიტყვების გავხდი დარაჯი,
ათასი ღამე გყავარ ნატანჯი.
ახლ რომ სუნთქავდეს იეთიმ გურჯი,
დარჩებოდა ის ჩემსავით მუნჯი.
ორი წლის წინად აგიღე სინჯი,
მაშინ მიღირდა შენი ნაგლეჯი,
რომ გადამედგა ასი ნაბიჯი.
არას მანაღვლებს რა არის ხარჯი,
ოდეს დანახვა შენია - ბიჯი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი