ბარბარეს ქარს
საშენოს ვერ წერს შირაზის შვილიც, ვერ მოგალობენ ანგელოზები. შერბეთი ხარ და ბადაგი ავადთ, დოხტურებს უტოლველი სალბუნი. შენსგან შორობა ჰიჯრაა ჩემი, შენა ხარ ჩემი საჭურჭლე მთელი. მზეც ურგია სრულად, ზურგს ვაქცევ, სატრფოვ, შენ მეყოლები ქიბლა. ნამაზზე ხუთჯერ შენ მოგილოცავ, როსმე მოსვლას შენს ნოხად ვისურვებ. სუფრის ყველა დოქის ყელს ამბორზე, შენს ყელს და ღაწვს ნეტავ დავიმხობდე. ისე ნუ წამიყვანს მამა მასთან, რომ ვერ დავადო შენს ბაგეს კბილი. ზარიფო, იყავ ჩემი ტაძარი, მე მიყოლიე ერთადერთ ბერად. სხვაგან არ წავალ არს მოსალოცად, შენს მოსარხეველს გადავაღამებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი