ცოცხლებშიც კი არ ვწერივარ
შენი სუნთქვა რომ არ მესმის, ცოცხლებშიც კი არ ვწერივარ, გულში შენს დანთებულ კოცონს დღეა და ღამე ვუზივარ - შენი ზურმუხტების პაწოდენა ბურჯღულსაც არ ვღირვარ - მათ მდუღარე სინათლეს შენ ლექსებს გწერ, ღმერთს კი საჩივარს: დუქნის ძმები შემიწუხდნენ, შენ რით ვერ ამჩნევ ოხშივარს? დავიჯერო - გალობის მეტად - ტანჯულის კვნესა გიყვარს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი