ამასობაში გასულა ერთი წელი
ამასობაში გასულა ერთი წელი - რაც აშუღი გამხადე და რაცა გელი: ქვეყნისა, ჩემი გულის - ხარ გამგებელი, არ მეფიქრო - არ შემივსია ფურცელი. უშენობას აღარ მსტუმრობს მგალობელი, ჩემს სახლის თავს არა სცილდება ღრუბელი - უშენობას ცისმშვილდი ვერაა ჭრელი, უშენია სამყარო და უშვებელი, გაზაფხული ვერაა მახარობელი, ქარიშხალია და მე არ მყავს მაშველი. აქაა ყველა მგოსანი თბილისელი - იცოდე, შემდეგი წლის დავცალეთ რთველი - რაა ღვინო, როცაა შენი სურნელი, მონად - ხრისტი, მუსლიმი, იუდეველი... მარტოდ შენ ხარ ამ ჭირიდან ჩემი მხსნელი - ღმერთსა ვთხოვ, ჩემო ბატონო, იყავ ქველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი