ტრფობასა რა უნდა, ტრფობა რთულია


ტრფობასა რა უნდა, თვალს თუ არ გარიდებს, 
ოთხ ხელში უფაცუნებთ ერთად კლავიშებს,
მხურვალ ტანგოში ათამაშებთ ნაბიჯებს,
ამბორით წყვეტთ ერთმანეთს ღიმილს ყვავილებს.


ტრფობა რთულია, თუ ჟრჟოლაში გაკვნესებს,
თეთრად გათენებინებს წერას ღამეებს,
მოგტაცებს, აღარ გაგაკარებს ნაფერებს,
სამოთხის ბაღის კართან სულ სხვას ამღერებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი