იეთიმ, ღვინოში ჩამახრჩე


უმისობა ძმრად მაქვს, ძვლად მაქვს, მას კიდევ ძვრა სულაც არ აქვს,
უმართლობას გული დუდუქიდანა დუდუქში დამაქვს.
იეთიმ, ღვინოში ჩამახრჩე, ვერა ვაბამდე მარცვალს,
ომარ, ღვინოში ჩამახრჩე, არა ვეცოდები მტარვალს.
შოთა, ადგილი შემინახე, მიჯნურობა შიგან მხრავს,
ჭიბონი სანამ მორჩება, ჭაპანს კისერზე გადამკრავს.
ამ მიწას რომ ვარ გაშოტილი - მალე გულში ჩამაკრავს,
მანდაც იმდენი დამასხით, სანამ სულ არა დამფარავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი