ბერძნული ცეცხლი
ყველაფერი გიხდება, მაგიტომ გარგე გონს სამოსი და უმისობაც გიხდება, სამუზეუმო გაქვს ტორსი. შენ ოღონდ შილიფად მენახე, ენით გაწერო პწკარი, სამოთხე ვინ მოითხოვოს, მიწა აღ მქონდეს ფეხს მყარი. შენს ჩახუტება კაჟია, ბანაობა ბერძნულ ცეცხლში, და შენი მზერის ისრები - უწყვეტ მწველ სხივთა სვეტში. წვეთუნახავი გეამბორები სიცხით წითელს, ღვინოს, განა კაცი ვიქნებოდი - მაგ ტუჩების რომ მეთმინოს?! ისე მხურვალედ ვიყოთ ერთად - იფიქრო - არ ავორთქლდე, და ისე ძლიერ შიგან ჩაგიკრა, რომ ძლივსღა გამოჩნდე. ღრიჭო გიპოვო, ეგებ, გარეთ რომ მოვრჩები შიგან გღრღნა, მიგახვედრო ღრანტედან - ამ შენმა ტუჩებმა ცად ამიყვანა. მე შენით ვიცი ცის გემო, დამიცვითე ენა, წერას ხელი, მე ომარი ვარ და ვარსკლავთ სავსე ცაა შენი წელი. მე მონა, მსხვერპლი ვარ და სამსხვერპლოა მთლად მკერდი შენი, არის დრო - ვემხობით ერთმანეთს, არის დრო დანარჩენი. არ იფიქრო, ამით გათავდი, ეს მოგიძღვენი მხოლოდ - მოგიძღვენი მორჩილება უკამათოდ, უპირობოდ. შენია ჩემი შიმშილიც, ვერ ცოდნა სადღა გიკბინო და ნეტარება ყოველი გულის ფანცქალი ავღნიშნო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი