ეკალში


ეკალში ჩაგაგდებ - კბილს იმდენს დაგადებ,
კაშნედაც შემოგახვევ ამბორს დამდაგისს,
აგაბგერებ ჭიბონად, ტყავს გადაგაძრობ,
ტაეპებად გიძღვნი ამოკვნესას ზედას.
ედემს ბაღებს დაგებუდები და გკორტნი -
რაობას, სულს სანამ შიგან არ მივაღწევ,
იერიშს არ ვწყვეტ, ვერა როს დავნაყრდები,
ნაგლეჯად ვეგდებით - ხელახლა დავიწყებთ,
ენამჭევრი ვიქნები - მაგვარ აროდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი