დამისხი
ომარ დამისხი, ომარ დაისხი, არც მე არა ვსვამ, ვუყუროთ ისე. ალაჰი გვიხსნის ოდესმე, მერე, გაგვიხსნის ოდესმე ჰარემს. ფხიზელი ყურით ვისმენდი წივილს, მხოლოდღა იქსი მიყუჩებს ტკივილს! მთვრალი არა ვარ, ფხიზელი ვერა ვარ, წამალი არა მაქვს, ეჭვი მე შემომაქვს... ეჭვი რომ ალაჰს უდგას აქ ფეხი. ყველა წასულთან მივდივართ ყველა, განა ბრუნდება ვინმე, განა ესმით რა? ხმა ჩაიკმიტე, დამისხი ცოტა. რომ ვეღარ დავლევ ვიქცევი მიწად. გამყიდი რავიცი რად. გინდ სახელითა, გინდ ისე, მაჭენებ კვიცად. არ დავიღლები, ვერ გადაგაგდებ, მაგრამ იცოდე - მე ჯერნეთში ვსვამ და არ მოგვიწევს ერთად დალევა! ომარ დამისხი, მეტი არ მოდის, ესეც ბევრია, არა ვსვამ მე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი