მარიამობისთვეს


მარიამობისთვეს მოვლენილო,
მშვენით მშვენიერებში შეშლილო!
შაბაშ თვალო და შაბაშ დალალო,
ისე არ მოვკვდე, რომ არ გიხილო.

მე შენი ზილფი სხვაში არ მერევა,
დავთვრი და უძალობა მერევა.
მზერა ჩემი შენს ზღვებში ჩავაგდე,
ზილფ-ყალმაყალში უძვროდ ირევა!

დაკავებული, მორჩილება გატანებული,
შენს თქმას გულის ძარღვით გამობმული -
მე მოსარხეველს შენსას ვაგდივარ,
გეფიცები - შენ ხარ ჩემი რჯული.

ბევრს აურევდა ასეთი ბაგე -
გამგე, მოურჩენელად დამდაგე,
მეც ვერ ვაჯობე ამ ბევრს ვერაფრით -
მათსავით თვალებს დამრგე-დამკარგე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი