ხმა
განბჭობა არ მიწყო, პატარა სკივრი ვარ, განვრდომა არ სცადო, ურდული, შიში ვარ. გახრწნადი სმენა გაქვს, ვარამი ბგერა ვარ, გასცქერის ეს მზერა, შიგნიდან ძგერა ვარ. გამძახის ერთი ხმა, დამჯერი ვუნდივარ, გამძახის ორი ხმა, ტყუილად ვუზივარ. გამგონი არა ჩანს, გულში ნაწვი ვარ, გამოჰყავს ამ სიტყვებს, შიგან რა მუნი ვარ. გამორთეთ საწნეხი, ბოროტად ვუნთივარ, გამძახის სამი ხმა, არაფრად ვვარგივარ, გამწივლებს ოთხი ხმა, სხვაგვარი ვახსოვარ, გავბრივარ ტყუილად, ციხე თან ვყოფილვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი