მაცდური ხარ ქააბაზე


დილიდან ვარ შენ ქებაზე, 
განზე გავდექ ამ ნამაზზე.
ბაგეთი ვარ შენ ანკესზე,
გამაგზავნე ზედ მთვარეზე!
მაცდური ხარ ქააბაზე,
დამატარებ კიდეც წრეზე.
დამათელავ ნალით გულზე,
თვალთ მამტვერე, შემდექ ზურგზე.
მზის ჩინი ხარ, ფასობ მეტზე,
რას იცინი ჩემ სეირზე?
ანგელოზო, შემსვი ფრთაზე,
მამსახურე ნაცვლად კარზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი