მთვარევ
მთვარევ, მთვარევ, ასე მალვე რად იმალვე? უსიტყვობა მომელია ვით სიბრმავე. შენის მეტი სიტყვები ვერც ვერავის ვანდე. მძვინვარე ავს ჩემს სიღრმეში ასე ჰგავდე? სიზმართ პატრონს მორჩილ ჰყავდეს ეს სიცხადე, გულქვა მძულდეს, მძაგდეს, შენ ქვა მწამდე? სად ანათებ, სხივბოლოში რომ არ დავჯდე, სად მითითებ მაცოდინე, ეგებ მკლავდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი