მეოთხე სართული 1.


ღამის პირას ჩვენი თავი მხოლოდ გვრჩება,
არც ვინმესგან გზაში არი ჩვენთვინ შვება.
ჩემი გული-ჩემთან, რის ნაპირას ჯდება,
სინესტეში, ჭლექში ნელა-ნელა ლპება.
აქ სარჩენად არაფერი აღარ მრჩება,
გულიც არის, ეს-ეს არის რომ მომწყდება.
სისხლი ძარღვთები პირქვეშში ერთად შრება,
დაგუბებულ თავი არი რომ მისკდება.
თვალთნათელი ჩემი მიწურულა, ქრება,
აგონია ჩუმი ზეციერსაც წვდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი