ჯუმა ღამეს


ალაჰის ვლენით დაეშვა მრეკელი კორიანტელი 
და მივხვდი - ყოველ სიტყვა ერთისაა ეს სახელი.
ბინდის შემდგომ ამოვიღე სკივრიდან სიტყვა "საწადელი",
მოვაყოლე, არად ვაგდე, ყველაფერი ხორციელი.
თვალი სანამ რას ხედავდა, პირსა ჰქონდა რა სათქმელი,
ბრმა ვიყავ და მუნჯი ვიყავ, იყო ჩემს თავს სანანელი.
ახლა როცა დროს არად ვცნობ, ჩალად მიღირს ეს სოფელი.
მომინდება - ჯუმა ღამე უთვალავად არის გრძელი,
მთვარის შუქზე ღვინოს ვწრუპავ, არ ექნება ამ დოქს ყელი.
აწი მხოლოდ ერთი მინდა, ეს იქნება ბოლოს მთქმელი :
დუნიაზე როის ვზიდავ, ღვინო როა სევდის მცლელი,
დამიმშვენე შენით გვერდი, რა გექნება სადარდელი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი