გაზაფხული
გვახარებდა გუნდაობა, გულს გვიტკბობდა თოვლის ხვავი, თოვლი დადნა, დრო დაგვიდგა უფრო კარგი სანახავი. ტყეები და ველ-მინდვრები მწვანე ფარჩით შეიმოსა. გაზაფხულო, გაზაფხულო, გვიხარია შენი მოსვლა. ვაზი სითბოს ლხენით ხვდება, ყინვისაგან დაზაფრული. დღეს მერცხალმაც გაიქროლა, მოგვახარა გაზაფხული. ვფიქრობ, უფრო მშვენიერი სხვა ფრინველი არ იქნება! ქვებს არ ვესვრი, კარგად მახსოვს ძია შიოს დარიგება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი