ჰარი პოტერი:ფილოსოფიური ქვა
მოგესალმებით ძმაკაცნო, გორელი ხარ თუ ფოთელი, დღეს მე მოგითხრობთ კარგ ამბავს სახელად ჰარი პოტერი. ფილმი იწყება საშინლად, მოუკვდება ჰარის დედა, მასთან ოთახში შეჭრილა და ატეხა ამბავი მბრძანებელმა. ასე არ დასრულებულა, შეიქმნა სიყვარულის ფარი რომელმაც ვოლდემორტის ძალა დაფარა და ასე გადაარჩინა ჰარი. გავიდა ცოტა ხანია დირექტორს უჭირავს ხელში ჰარი, დადლების ოჯახს მიუგო, ჩვენი დიადი ჯადოქარი. ცუდად მიიღეს მაგლებმა, ეს ჩვენი ჰარი პოტერი, ყოველდღე საჭმელს ამზადებს, არის ყოველდღე მშრომელი. ერთ დღესაც დადლებს მიუვათ, უამრავი ბუ და წერილი, სახლი აივსო ძალიან მალე, დარჩა ვერნონი გულგახეთქილი. ამიტომაც გადაწყვეტენ, წავიდნენ დაცულ ადგილას, რა დროსაც ჰარი პოტერი, ზუსტად 11 ის გამხდარა. რა დროსაც ძლიერ კაკუნით, შემოამტვრია კარი ჰაგრიდის სიტყვები იყო: you’re a wizard harry. სუყველა შოკში ჩავარდა გაეშურნენ ბიჭი და ჰაგრიდი, თანაც ის მარტო არ იყო თან ახლდა დიდი მარხილი. მოხვდნენ ისინი გრინგოცში, აიღეს ჰარის ფულები შევიდნენ მაღაზიაში, ათვალიერეს ბუები. არიანი ისინი ბაქანზე ცხრა, სამი წილადი ოთხი გაიცნო რონ ვიზლი ისიც თერთმეტის ორივეს ღვარღვარით მოსდის ოფლი. მივიდნენ ისინი ჰოგვარცში, ჯადოქრების სკოლაში, 4 სახლი არის მგონი: რეივენქლო,სლიზერინი, ჰაფელფაფი, გრიფინდორი. ეს პროფესორი ქვირელი, გამორბის თავქუდმოგლეჯით იქედან ალბუსი იძახის: ჭამა შეწყვიტეთ დროებით. ტუალეტში ტროლი ყოფილა დაუნგრევია ოთახი, და დადგა ჟამი ბრძოლისა. დაამარცხეს დიდი ტროლი სამმა კარგმა მეგობარმა დაიმსახურეს ბევრი ქულა სამივე გმირად გამოცხადდა. ჰარი გებულობს ლეგენდას, ფილოსოფიურ ქვაზედა, ჩვენმა მამაცმა პოტერმა მისი აღება გაბედა. ახლა ცოტას შევისვენებ ყელი მაქვს ცოტა გამშრალი ცივი ჩაით ყელს გავიგრილებ, შეგრძნებაა ძაან მაგარი. ფაზლები შეხვდათ გზადაგზა მაგრამ ყველა გადალახეს, როგორც იქნა სარკესთან მივიდა მის წინ ქვირელი ლორდმა იყიდა. ვოლდემორტი ჰარის როცა შეეხო, მაშინვე ქვიშად და მტვრად გადაიქცა, ჰარიმ ფილოსოფიური ქვა რომ აიღო, მაშინვე სადღაცას გადაიკარგა. დირექტორმა ეს რომ გაიგო, ქვირელი მაშინვე კი გააძევა, შემდეგ ჰარი პოტერის საწოლი უამრავი კანფეტით დაამშვენა. დასრულდა ასე პირველი სერია გმირულად დაიწყო წელი პოტერმა ვნახოთ რას იზამს ის მომავალში ალბათ იამაყეს მისმა მშობლებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი