ჰარი პოტერი:საიდუმლო ოთახი


უცბად აგიხსნით ლექსიკონს,
მაგლი იგივე რაც მოკვდავი,
ფილმს ჰქვია ჰარი პოტერი
და საიდუმლო ოთახი.

ჰარი პოტერი ბრუნდება,
თავის ნანატრ ჰოგვარცში
ახალი მასწი ყოლიათ,
ბნელი მაგიის ოსტატი.

პოტერმა ბევრი შელოცვა ისწავლა
აქციო ტელუ და ლუმოსი,
მოდით ბორჯომი შევსვათ ერთბაშად
და ხსოვნა იყოს ჯორდან ო ბრუნოსი

ერთ დღესაც ჰარის ხმები ჩაესმის
მაგრამ ის დაღლილობას აბრალებს
ფილჩის კატა  სარდაფში გაშეშდა
მაკგონაგელი ჰარის ამართლებს

მაგრამ მარტო კატა კი არა
უთავო ნიკოლასიც გაშეშდა,
მესამე გაშეშებას გრიფინდოლერი ემსხვერპლა,
რაღაც არსება სუყველას ეძგერა

ქვემოთ ქვესკნელში ხმები ტრიალებს,
კედლები შიშის ჩრდილმა დაფარა,
წარწერა გაჩნდა თან სისხლისფერი:
„ოთახი ღიაა, მემკვიდრე დავარდა.

სუყველა შოკში გადავარდნილა,
ჰარი რონი და მის გრეინჯერი
სწავლის დროს მინერვამ ლეგენდა მოყვა,
ჯადოსნური გველი, თან ვერცხლისფერი

მისი ძალები ძალზედ დიდია
თვალებში ჩახედვა მაშინვე გაშეშებს,
ჯინი უეცრად გაქრა უკვალოდ,
სკოლა ოთახის პოვნას აგრძელებს.

შევიდნენ ბიჭნი ტვალეტში,
გაიგონეს ხმამაღლა ტირილი,
მტირალა მირტლი გამოჩნდა უცბად,
და უთხრა მათ რომ აქ არის სიკვდილი,

დღიური იპოვა ტომ რიდლის ჰარიმ,
გველის ენაზე იწყო ლაპარაკი,
გაიხსნა ოთახი ჩავარდნენ ქვევით,
გვირაბს გაუყვნენ, და გამოჩნდა გველი,

ხანჯალი იმარჯვა თან გრიფინდორის,
ჯინი კვდება და დრო იწურება,
ფენიქსი მოფრინდა კარი შემოაღო
შეეხო წვეთი და ჯინი გვიბრუნდება,

ტომ რიდლი გაქრა და დღიური თანდარჩა,
ჰარიმ აიღო არსების ეშვი,
მთავარი ის არის რომ ჯინი გადარჩა
ასეთი აღმოჩნდა მოსწავლის ბედი.

ჰარიმ დღიური გაანადგურა,
დასრულდა ასე მეორე სერია,
ეს ჰარი პოტერის მეორე წელია,
მისთვის ეს გველი უბრალოდ მწერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი