ჰარი პოტერი: ცეცხლოვანი თასი


დღეს უნდა გიჩვენოთ ლექსების კლასი
ჩემს პოეზიას აქვს მაღალი ფასი
დღეს მე მექნება რითმები ბასრი
ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი

მიდიან ჰარი და ვიზლის ოჯახი
სანახაობრივ ზეიმზე მალე
ლუციუსი დგას მალფოი გვერდით
და აკვირდება პოტერის სახეს.

დატრიალდება ცუდი ამბავი
ზეიმი გახდა დამწვარი ნაგავი
ლორდის მდევრები მოფრინდენ ძირს
პოტერის შუბლზე შრამს რაღაც ჭირს.

ამ დროს მოცვივდა მაგიის მინისტრი
თავზე ახურავს ქუდი ცილინდრის,
კითხულობს რა მოხდა რა დაგემართა?
ჩონჩხის ღრუბელი ცაში აღემართა.

ჰოგვორცში არის დღესასწაული,
ცეცხლოვანი თასი არის გამართული,
სხვა სკოლებიდან ხალხი მოვიდა
ცოტას შევისვენებ წყალი მომინდა.

მხოლოდ ზრდასრულნმა ჩააგდო სახელი
მაგრამ უცნაური რამ მოხდა
ერთერთმა სკოლის დირექტორმა დაწერა,
ჰარის სახელი და ისიც მეოთხე მოხვდა.

პირველი თამაში ძალზედ საშიში
დრაკონები ყავთ სხვა ქვეყნებიდან
მეოთხე გამომსვლელია პოტერი,
მას დასასვენებლად ჭირდება ბალიში.

დაამარცხა მან ძლიერი დრაკონი
და მოიპოვა კვერცხი ოქროსი
გამოიცნო მან კვერცხში მინიშნება
როგორც ლოკიში ორობოროსი

დაიწყო რიგით მეორე თამაში
უნდა ეძებონ ხალხი თანტბაში
ტბა კი სავსეა ცუდი მონსტრებით
ტოლია თითქოს დაცურავ ლავაში

გადაარჩინა ჰარიმ გოგონა,
მეჩვენა, თითქოს ჰარის მოსწონდა,
სწორედ ეს იყო თამაშის მოთხოვნა
და დადგა დრო ლაბირინთის მოწყობა

იწყეს მათ ლაბირინთში ხეტიალი
მხოლოდ ჰარის აღმოაჩნდა იღბალი
შეეხო თასს და გადავიდა სასაფლაოზე
მოდით მეგობრებო ნუ გავჩერდებით აწმყოზე.

სასაფლოზე პეტიგრიუ დახვდა,
ბნელი ლორდისთვის სამი რამ აკლდა:
მტრის სისხლი და მამისის ძვალი
მესამისთვის ხელი მოიჭრა ძალით.

დაე აღზევდეს ბნელი ბატონი
ასეთი აღმოჩნდა ბუნების კანონი
მოიქნია ჯოხი და მოკვდა დიგორი
აღიმართა ბრძოლა ვით ბრძოლა დიდგორის.

ჰარის სულები ეხმარებიან,
თავისი მშობლები და სირიუსი
მაგიისაგან ცაც კი განათდა
ისეთი სიცხეა მაღალია ცელსიუსი.

ჰარიმ იხელთა დრო და აიღო
თასი და სედრიკიც გზად გაიყოლა
მხიარულების ჟამი სადიყო
ახლა სწორედ ტირილის დრო ყოფილა.

ალასტორ მუდი სხვა კაცი აღმოჩნდა
რომ გარდაისახა ბნელი ტატუ გამოჩნდა
საბედნიეროდ ყველაფერი გაირკვა
მემგონი ჰარიმ რაღაც ძაან აიშვა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი