დედას!
ციურ სივრცეებს ეცილება ცვარი ცისფერი - შენი თვალია იგი, დედა! გაჰხედე გზაიც მოღალულა თვის უგზოობით, მზენი ჩადიან შორს, იმიერ, ველნი რინდდება! ხედავ, ბალახი როგორ იზრდება, როგორ იშლება გული ლოტოსის, და ჭიანჭველა ეზიდება ნამცეცებს პურის!.. ო, უთეთრესი ფრინველების აშლილა გუნდი და ეხლებიან ფრთანი ცაში ასროლილ ისრებს! ვხედავ, სივრცეზე დაფენილა, დე, შენი ჩრდილი და დგას სილურჯე შენმიერი - მზის გადამძლევი! ო, უდიდესო წამო ტკივილის, დაფარულია დედის გული ხორციელთათვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი