მამას!
სად ალიონი წაქცეულა მზეთა ლოდინით სად გაფრენილი ფრთის სიმაღლე გემიუწვდომლა გვირილები და ხეებია, თეთრი - თოვლივით, სად დასასრული გველოდება მა, და სულ ცოტაც... უსასრულოა დასასრულიც - ფრთა ანგელოსის. დაღლილი ქრისტე ჩამოივლის, მა, აქ განთიადს. აჩვენე შენი ცხელი გული და რომ ელოდი უთხარი: "რაბი, ვარ შენსავით ღამენათევი..." შეხე, გაზაფხულს გაუხსნია ყელის სილურჯე და ყვავილები იშვებიან როცა ტანიდან, შეემზისმშობლე, მა, ამ მიწას, ამ ცის სიმუნჯეს ეს შენი ხმაა, ო, ატმები თუკი ატირდა! თუმც ვერ შეკვეცენ ღამეები მანძილს შენამდე მე უსინათლო ღამეს ვწყალობ მაინც რატომღაც. სიყვარულივით იგი ბრმაა და გაჩენამდეც იყო წყვდიადი, სად მზეებმა არ მიგვატოვა! იცი, მე ერთხელ, ერთხელ ღამით, როცა მესიზმრე იყავი ბავშვი, დადიოდი ეზო-ეზო, მა, კრეფდი ყვავილებს და როდესაც უკვე შებინდდა ცა ვარსკვლავებით გაგეხსნა და შემოგეთოვლა! თოვს. ყელამდეა ყვავილების, მა, ეს სითეთრე მე კი შორიდან ხელს გიქნევ და ვმღერი რატომღაც. ფრთას მოტეხილი სიმარტოვის ცა გავითენე აი, მოვცურავ ყვავილებში, მა, და სულ ცოტაც...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი