აყვავდებიან ალუბლები შენი მოსვლისას
(ნინას) აყვავდებიან ალუბლები შენი მოსვლისას, უსათუოდ აყვავდებიან, მიესალმება ტოტები ტოტებს. მე მათ ყვავილებს უსირცხვილოდ გადავკოცნი და შენი თვალების სიშორენი თუმც მიმატოვებს... ნინა, გათელილი ბალახის სუნია, შეხე, მშვიდი ხბოები ბალახობენ სოფლის მინდვრებზე... ნეტა, რა უნდათ ხბოს ყურებზე ჩამომსხდარ პეპლებს?! ეკითხებიან ალუბლები ახლა პირველ მზეს... აჰა, ზაფხული, როგორც ბავშვი, ყრმა, ფეხშიშველი გადმოდის მთებზე და გულს, როგორც ბალახს ეცემა. მე კი ალუბლებს ვეძახი და ვთხოვ, რომ მიშველონ, ვწუხ, შენი სულის გადაფრენას რა დაეწევა?! ნეტა, რა უნდათ ხბოს ყურებზე ჩამომსხდარ პეპლებს?! ო, ამ ალუბლებს და ყვავილებს რად არ ტოვებენ?! ღვთის გულისათვის, ღვთის გულისათვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი