უვერტიურა
ღამეა ახლა, წვიმებია, ფიქრთა სავანე ნაცხადარ სიზმრებს აქანავებს უვერტიურა, როგორც ფოთოლი სეზონ-სეზონ მოქარავანე მეც ვირწევი და რა ვქნა მიწა მეზეციურა, სიცოცხლის დამლევს, ახლა როცა გარეთ წვიმაა მაღალ სიჩუმეს ვეღარ უძლებს ჩემი პროფილი და მეც ვყვირი და გაბზარული ვდგავარ მინასთან კაცი არა სჩანს მაინც ჩემებრ უარყოფილი ახლა ღამისგან, სიჩუმისგან, ყველა დანებდა და მიეჩვია ნაცხადარი სიზმრების ახსნას, მე კი საწოლი მეჩვენება რკინის დანებად და თითოეული დაძინება მგონია გასვლა სივრცეებს მიღმა, სადაც სული შორდება სხეულს და მიწიერი ქვაფენილი წყდება ციურთან, სადაც არავინ გაიხსენებს ტაძარს დანგრეულს ახალ სიცოცხლეს ვუძღვნი მე ამ უვერტიურას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი