ახალგაზრდობა ნაპატიები
ახალგაზრდობა ნაპატიები და შემოდგომამ ფრთები გაშალა, მთები აიკლო წვიმამ ქუხილით. წამოიფარეს თმებზე თავშალი მოხუც ქალებმა სევდა-წუხილით... და გაატანეს ფოთლებს ნაწილი მარად ქალური სულის ანთების. ახლა კი წვანან თმებში ჩაწნილი პირველსურნელით განთიადების! რადგან უმანკო ახალგაზრდობას გამოედევნა გზებზე ჭაღარა... ვით ფილაქნები სადარბაზოთა შუბლი ნაოჭმა ისე დაღარა... ვინ იფიქრებდა ქალთა გულიდან ამოხეთქავდნენ ისევ იები... დარჩათ უღმერთო სასწაული და ახალგაზრდობა ნაპატიები!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი