აქ მაცხოვარი ჩაივლის ახლა...
აქ მაცხოვარი ჩაივლის ახლა და შემომხედავს, როგორც კეთროვანს. მაღალ ალვათა რიგია დაბლა და ზღვა, რომელიც მე არ მეთმობა! და ვიცი სული რომ სიზმარია, თუკი პოეტად დავიღუპები, მემახსოვრება კვლავ ეს არია: შენი მკლავები, როგორც ღრუბლები! და დრო, რომელიც ხევს ამ სტრიქონებს. ჭერზე კი აბამს ქსელებს ობობა. ვწუხ, შენ ოდესმე თუ მოიგონებ პოეტს და მასთან იმ მეგობრობას, როდესაც მაღალ ალვათა რიგებს ეზმანებოდათ მაცხოვრის ჯვარი_ ცისა და მიწის ვერ შერიგების და უკვდავების თეთრი ტაძარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი