ტერენტის
"დროა გრიგალმა მაღლა აგწიოს, როგორც ოცნება დიდი ნაღველის. არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს მე ჩამოვართვი მეფის სახელი." ტერენტი გრანელი *** მზე მოასკდება საცაა სარკმელს და ალიონზე როდესაც მოხვალ, კვლავ მომაგონებ ჭლექიან კარმელს და პაოლოზე დაგცდება ოხვრა! მეტყვი, ო, მცივა, შენთან მოვედი მე მოწყვეტილი ნამი ვარ ციდან, წუხელის ღამით მოკლეს პოეტი და მთელი ღამე ცრიდა და ცრიდა! მეტყვი, ო, ახლა ისე კვდებიან, არარაობის დგანან წინაშე და ჩიტებივით ბრმად ასკდებიან ლექსს, შეუხებელს ყოფნის მინაში... და მერამდენედ მკითხავ,_ ალიონს, ხომ შეიძლება შესწვდეს გრანელი?! მე გიპასუხებ, რომ გალაკტიონს მან ჩამოართვა მეფის სახელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
👍👍👍👍👍