პალტო


ჩემი ძველი პალტო,
რომელიც მეცვა მე ერთ, შემთხვევით პაემანზე,
მეგობარს ვაჩუქე, რომელმაც იგი კაპიკებად დააგირავა.
მერე კი, ვიღაც გადამყიდველმა შეიძინა იგი და ზამთრის ერთ მშვენიერ, სუსხიან დღეს,
როცა თოვდა და ქუჩებში იდგა მუხლამდე თოვლი,
გამოვიდა გარეთ.
ხოლო მანქანამ, რომელიც მოდიოდა, ვინ იცის საიდან, დაარტყა გადამყიდველს, რომელსაც ერთი ღილი ასწყდა პალტოზე, 
რომელშიც არ იდო ჩემი გაჩერებული გული.
და არც მე ვიყავი სადმე ამ სამყაროში.
და არც პალტო იყო უკვე ჩემი.
ხოლო პაემანზე მე სამუდამოდ დამაგვიანდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი