ქუჩა
1 გაიანვარდა. 2 მე მივუყვები ჩემი ბავშვობის ქუჩას, როგორც ადრე და როგორც მერე, კიდევ, ოდესმე. გზა ნაწვიმარია, გრძელი და საამო. აქ ყველა სახლი, ყველა ხე, ყველა ჩიხი მუდამ მეცნობა. სად მიმიყვანს მე ჩემი წმინდა ბავშვობა?! 3 ათენი, პირღოტელოს ქუჩა. შინიდან გამოსულს მინდა, კვლავ შინ მივდიოდე. თუმცა გზაში ვარ. ამ მარადიულ სვლაში, ჩემი ცხოვრების საუკუნე გამიოთხედდა. 4 სამყაროს რომელიღაც ქალაქის, რომელიღაც ქუჩა. ამ ქარში ვიღაც ქალი ვიღაც ბავშვს ეძახის ჩემთვის უცხო ენაზე. ვგრძნობ, სახლში მინდა. 5 სახლი... 6 მეუცხოვა დღეს ჩემი ბავშვობის ქუჩა. გამოცვლილა. წლებს თავისი მიაქვთ და მოაქვთ. ვგრძნობ, რომ აქ ადრე ვიღაც იდგა. ჩემს ადგილზე. ჩემს ნატერფალზე. ამაყად იდგა. მერე უცებ გაიანვარდა და ის კაცი, ჩემს ადგილას რომ იდგა, აღარ იყო. ო, ჩემი სახლი, ჩემი ქუჩა! მე არ მინდა ჩემი არ ყოფნა. მინდა, ვცნობდე თუნდაც მხოლოდ ჩემს, მხოლოდ ჩემს სახლს და ქუჩას! მაგრამ... 7 გაიანვარდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი