ყოვლადწმინდა სამყაროს ენა
როგორც ერთი, ძველი, ფრანგული ფილმის პერსონაჟი, საქალაქო ტელეფონით რეკავ რომელიღაც ცენტრალურ სკვერში, იმ იმედით, რომ ტელეფონი ვინმემ აიღოს. სამწუხაროდ კი იქ შენივე თავი გპასუხობს, რომ მარტო ხარ. რომ ფიჭური კავშირი უძლურია ეგზისტენციალური მარტოობის წინაშე. და მით უმეტეს უძლურია ინტერნეტი, 21- ე საუკუნის სარკე, რომელშიც იხედები და: "სარკევ, სარკევ, მითხარი..." ხელს მხოლოდ ეკრანის უსვამ. მერე გახსენდება ბავშვობა და სოფელი. გვიმრებითა და ნაგულებით აშენებული სახლი ეზო-ეზო. და გრძნობ, ეს იყო ბავშვური პირველმცდელობა, გქონოდა შენი ბინა. ამ მილიონიან ქალაქში, სადაც მანეკენებს უფრო თბილად აცვიათ, ვიდრე შენ, გრძნობ, რომ ჭეშმარიტად მარტოობაა ყოვლადწმინდა სამყაროს ენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი