სიყვარულით შენ, ჩემგან
მე გაჩუქებ წიგნს, რომელზეც წავაწერ: "სიყვარულით შენ, ჩემგან!" შენ მას სიამოვნებით წაიკითხავ. შემდეგ თაროზე შემოდებ. გავა დრო. სახლი გაიყიდება. სახლში დარჩება წიგნი. გავა დრო. ჩვენ დავიხოცებით. სახლს იყიდის კიდევ სხვა ვიღაც, რომელიც მის დანგრევას გადაწყვეტს. და გაიტანენ შინიდან გარეთ : როიალს, კომოდს, მაგიდას, სკამებს... თარო ჩამოინგრევა. ვიღაცის ხელები დაწვდებიან წიგნს, რომელიც ოდესღაც შენ მე გაჩუქე. ეს ვიღაც იქნება ალბათ შეყვარებული და წიგნს საყვარელ ქალს აჩუქებს. ის არ გააკეთებს მასზე წარწერას, რადგან იფიქრებს, რომ : "სიყვარულით შენ, ჩემგან!" - მისი სათქმელიც არის ახლა. მაგრამ ვერავინ გაიხსენებს, რა მიპასუხე შენ ამ წიგნზე. ეს პასუხი არ შემორჩება არც ერთ ფურცელს, არც ერთ სიტყვას. გავა დრო, ამ ლექსს ვიღაც წაიკითხავს და იფიქრებს, რა მიპასუხე შენ მე?! მაგრამ მას არ ეცოდინება, რომ დრო მხოლოდ მიედინება და არ დგას, და მას არ შეუძლია შეინახოს ის, რაც უდროოა და მარადიული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი