ქეთევან


ცრემლმიუწვდომი წამება სულის, 
დაო ქეთევან, 
მე შევაჩერე ჯალათების ხელებში რკინა 
და საჭრეთელით ამოვხაპე დამწვარ გულიდან
სილურჯეებში დაფარული იასამნები!
ხელუხლებია სიწმინდენი დაჭრილ მკლავების,
თითქო ალისფერ ანგელოზებს 
ფრთები დასცვივდათ.
ეს შენი გზაა, დედოფალო,
გამარჯვებული დამარცხებით,
ნათელი მწუხრით!
ო, მე ვარიდებ სახეს ფრესკებს
და თეთრ კაბებში გაჩერებულ მარმარილოებს!
ო, ეგ სიმაღლე დამწვარ მზეთა,
ნამარტვილევი სუდარები -
ცეცხლი თვალები.
დაღალულია სულის თიხა 
ღმერთის ლოდინით
და აპრილები პეპლებივით კვდებიან... ვხედავ
დგას, როგორც სტოა შენი ძვალი ქართლის ცის ქვეშე,
ჩემ თიხის ხელებს შენი გული ემიუწვდომლა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი