მეზობლის მონოლოგი
მეზობლის ვენახზე ჩიტები ისხდნენ. მე ყურძენს ვკრეფდი. გავჩერდი და მივაყურადე. უნაწილებდნენ ნისკარტებით ერთმანეთს ყურძენს. ...შემრცხვა მეზობელს კიბე რომ არ ვათხოვე წუხელ... სავსე გიდელი ჩამოვკიდე მის ტალავერზე - ჩიტებმა მაინც მიხსნან მეთქი სირცხვილისაგან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი