ნინას
შენ მალე ალბათ სვანეთში ახვალ, მიეფინები მწვანე ფერდობებს. ვინ ვიქნებოდი მე შენი ნახვა რომ არ მჯეროდეს, რომ არ მჯეროდეს! აპრილის თვეა, მზეთა ნაფერი, სოფელში ყვავის თეთრი ტყემალი. შენს ხმაში ისევ ნაირ-ნაირი ირხევა სიმთა ღამის თევანი! რა იქნებოდა აპრილი მაშინ მე რომ არ მეთქვა, მე რომ არ მეთქვა, რომ შენი სევდა მეფარვის ხმაში და გული ჩემი თვით არის ფეთქვა! იცი ყვავილებს ფუტკრების ჯარი აპრილში ახლა რად ეხვევიან?! რომ უთხრან მე ვარ ეს შენი ქმარი და ყვავილები ჩემი დებია! წავალ, გავყვები ციცინათელებს შენ კი ენგურის ყვირილს მოისმენ. და ვერ გაიგებ, როგორ გათელეს წლებმა შენამდე გზები, როდისმე შეგხვდები ალბათ მელიქიშვილზე კვლავ დაფრთხებიან ჩვენი ჩრდილები... მე სიყვარული შენი ვიშვილე და განშორებას ვემორჩილები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი