ფეხსაცმელი
ერთხელ ბებიამ, როცა პირველ კლასში ვიყავი, ფეხსაცმელი მიყიდა ტყავის. მას შემდეგ ბევრი ფეხსაცმელი გამოვიცვალე, მაგრამ არც ერთი არ ჩამიცვამს ისე სხვაგვარად, როგორც ის. მაშინ გამყიდველი იყო ბებია და პურის ფულს რომ გადადებდა, მხედავდა ალბათ, რომ მივდიოდი მე სკოლაში წელგამართული. ჰოდა, მას შემდეგ ფეხშიშველი დავდივარ, თუმცა, ბებოს მე ამას როგორ ვეტყვი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი