საუბარი საკუთარ თავთან
თავს რომ ამდენ ხანს პოეტად თვლიდი, სალამურებს რომ თლიდი და თლიდი, ხან ცის რომ იყავ, ხან კიდევ მიწის, თავს რომ იკლავდი ფიცით და მტკიცით, ეს მთა და ბარი, ეს ზეცა წმინდა, სამოცდაათი წელი რომ გზრდიდა, რომ არ მოგაკლო პური და წყალი, რომ ჰპირდებოდი გადახდას ვალის, სულ რომ იძახდი, მაცალეთ ცოტა, სულ რომ რაღაცის იმედი გქონდა, ვალის გადახდის დრო დადგა, აგერ, მოდი და ახლა პასუხი აგე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი