ვისთვის რა არის საქართველო?


ზოგისთვის საქართველო ტკივილია,
ზოგისთვის წუწუნი და ჩივილია, 
ზოგისთვის ცხელი სისხლის ყივილია, 
ზოგისთვის თვალთმაქცური კივილია 
ზოგისთვის რწმენაა და სინდისია, 
ზოგისთვის სათესი და სახნავია, 
ზოგისთვის ხორბალი და სიმინდია, 
გემოზე საწუწნი და სახრავია.
ზოგისთვის სიცოცხლეზე ძვირფასია, 
განგების წყალობაა საოცარი,
ზოგისთვის უნახავი სიზმარია, 
ზოგისთვის ტაძარია სალოცავი.
ზოგისთვის ბედია და ბედისწერა, 
ზოგისთვის – ქალაქია, სოფელია, 
ზოგისთვის კიდევ რაა... მე კი მჯერა, 
ყველასთვის საქართველო მშობელია.
დედაა, ჩვენი თავი აბარია, 
ვალია – ვერასოდეს მოსახდელი, 
ხატია, ღვთაებაა, ზღაპარია, 
ჯვარია, ლოცვით მუხლის მოსაყრელი.

1994 წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი