* * *
ავდგები ერთ დღეს და დაგივიწყებ, როგორც ბავშვობისდროინდელ სევდას, უკან წავიღებ ბრჭყვიალა სიტყვებს, რომლებიც მითქვამს ოდესმე შენთან. აგიჯანყდები სასტიკ მბრძანებელს, დავლეწავ შენგნით დადებულ ხუნდებს, რომ ეს სიმძიმე არ მაწვალებდეს და შენთან ყოფნა არასდროს მსურდეს. და ჩვეულებრივ ქალად დაგსახავ, ჩვეულებრივი ხმით და თვალებით... შენს სახელს წკვარამ ღამეს ჩავძახებ და წავალ ჩემთვის ფეხის არევით. ასე დაგკარგავ ღამის წყვდიადში და მეც სხვა გზებზე დავიკარგები, მერე ჩვენ შორის ჩუმი შრიალით დაეშვებიან შავი ფარდები. ყველა ოცნება დაიფუშება, ვეღარ მოგაწვდენ შორით დაღლილ ხმას და დაიწყება ყოფნა უშენოდ, უშენოდ ყოფნის წელთა აღრიხვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი