ლადო მესხიშვილისადმი
ჭაღარა ხელოვანი დღეს კრიფავს მის მიერ რგულ ყვავილებს. ჭაღარა ხელოვანი დღეს თავის გრძნეული ხმის ამოძახილს ისმენს ხალხის გულიდან. მაინც ბრუნავს, მაინც ბრუნავს! - აღტაცებული იძახის ერი, როდესაც ღირს ძეს, ლადო მესხიშვილს შესცქერის... ხმა იგი სიმართლისათვის წამებულთა ამოძახილია; იგი ჭეშმარიტების ხმაა, რომელმაც მძლავრ ნაკადულათ ამოხეთქა მხუთავ ჭაობიდან... დიახ, ბრუნავს საქართველოს მზე და ამის მოწმე მისი სხივია, ლადოს შუბლზე მოთამაშე... სალამი შენ, მშვენიერების მესაიდუმლევ! ერი რომ გვირგვინს გიწნავს, იმაში პატარა იას ჩვენც ვდებთ... იგი მადლიერი ახალგაზრდობის გულისნადებია... გააღმერთეს ჭაღარა ხელოვანი; დაფნის გვირგვინით შუბლს უმკობენ და გულგაღეღილი, თმაგაჩეჩილი მოვიდა იგი უდაბნოდან. ალ. ცირეკიძე 10.III. 1910 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი